Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ!

აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია


 

ცხადდება ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!


იხილეთ: სტიპენდიის მინიჭების წესი  ბრძანება წესი

გთხოვთ, გაეცნოთ სტიპენდიის მინიჭების წესს და სტუდენტებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ წესის მიხედვით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:


ა) პირადი განცხადება სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარის სახელზე (იხ. დანართი);
ბ) აკადემიური მოსწრების (წინა სასწავლო წლის ქულათა მითითებით) დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
გ) დოკუმენტი/დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს სამეცნიერო ნაშრომის/ნაშრომების (გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სამეცნიერო კონფერენციის თეზისებში/მასალებში) გამოქვეყნებას;
დ) სამეცნიერო კონფერენციაში/კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 19 ოქტომბერი, 18:00 სთ.

სტუდენტებმა განცხადება და დოკუმენტები ელექტრონული ფორმით  უნდა გამოაგზავნონ მეილზე: chancelleryLaw@tsu.ge


 


 

გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 09/10/2024